ფილიპ რიკერი - პროპორციული არჩევნები პოზიტიური ნაბიჯია, სახელმწიფომ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები, რათა საარჩევნო კონკურენტუნარიანობა თანაბარი იყოს

ფაქტი, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, პოზიტიური ნაბიჯია. სახელმწიფომ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები, რათა საარჩევნო კონკურენტუნარიანობა იყოს თანაბარი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია.

"ფაქტი, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნაბიჯია. ასევე სახელმწიფომ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები, რათა საარჩევნო კონკურენტუნარიანობა იყოს თანაბარი, მონაწილეებს ჰქონდეთ საშუალება თანაბარ პირობებში მონაწილეობისა არჩევნებში, ისევე როგორც ბიზნეს გარემოში, იყოს თანასწორი პირობები ნებისმიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიებისთვის - ეს შეეხება ინვესტიციებს, ვაჭრობას და ნებისმიერ სხვა მიმართულებას. მჯერა, ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, მან წარმოაჩინოს კიდევ ერთხელ საკუთარი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, მიჰყვეს მის მიმართ ეუთოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ხელი შეუწყოს იმას, რომ საქართველომ და მისმა მეგობრებმა ერთობლივად ბევრ წარმატებას მიაღწიონ", - განაცხადა რიკერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა