დავით ზალკალიანი - საერთაშორისო კონფერენციაზე ითქვა, რომ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აჩვენებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯებითაც დადასტურებული

საერთაშორისო კონფერენციაზე ითქვა, რომ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აჩვენებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯებითაც დადასტურებული , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენციის Now What? პირველი დღის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კონფერენციაზე საკმაოდ წარმომადგენლობითი და საინტერესო მონაწილეები არიან.

„არიან სხვადასხვა დონეზე ჩვენი პარტნიორები და ბუნებრივია, პანელზე ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კონფერენციის მონაწილეებისთვის გამეცნო საქართველოს ხედვა, სად ვიმყოფებით, რა პრობლემებია, როგორ უნდა მოხდეს ამ ბარიერებისგან თავის დაღწევა, რათა საბოლოო მიზანი, რაც გაცხადებულია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყოს რეალიზებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი ყველა პარტნიორის მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ითქვა, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა.

„ითქვა, რომ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აჩვენებს ინტეგრაციის გზაზე, უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯებითაც დადასტურებული და ეს ძალიან კარგია, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან ამას ვისმენთ, ისევე, როგორც პოზიტიურად არის შეფასებული საქართელოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ითქვა კიდეც, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც შემდეგ უკვე გაფართოების ტალღაში განიხილებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ ევროპაში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, შიდა პროცესებსა და გამოწვევებს, და ეს არავითარ შემთდხვევაში არ უნდა იყოს ჩვენთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა ნაბიჯი, რათა პოზიტიური რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, მომავალშიც გაგრძელდეს, რადგანაც ეს უმთავრესი შემადგენელი ნაწილია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილისა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა