რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი - დუმაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ოსების გენოციდის საკითხს შეისწავლის

რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერის ივან მელნიკოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვისგამო, დუმაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც „1920 წელს ოსების წინააღმდეგ საქართველოს მიერ გენოციდის საკითხს შეისწავლის, - ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„ისინი გვთხოვენ ვაღიაროთ ქართველების მხრიდან ოსების გენოციდი. ამის შესახებ მოთხოვნა სახელმწიფო დუმაში შემოვიდა, შექმნილია ჯგუფი, რომელიც ამ მიმართვას შეისწავლის“ ,- განაცხადა მელნიკოვმა.

მისივე ინფორმაციით, ჯგუფში შესულია დუმის ყველა ფრაქციის წარმომადგენელი, ხოლო ჯგუფს დეპუტატი ვიკტორ ვოდოლაცკი ხელმძღვანელობს. მანვე განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობის ხანგრძლივობა განუსაზღვრელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს