არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ მინისტრს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ლიეტუვასთან კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები, ასევე, მიმდინარე საარჩევნო რეფორმა და ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინირებული მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა