რუსეთის დუმის სპიკერი - სამხრეთ ოსეთის მიმართვის განხილვისას, რომელიც ოსების გენოციდის აღიარებას უკავშირდება, საქართველოსთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს

სამხრეთ ოსეთის მიმართვის განხილვის განმავლობაში, რომელიც ოსების გენოციდის აღიარებას უკავშირდება, საქართველოსთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველო, თავის მხრივ, დახმარებას აღმოგვიჩენს და კომუნიკაცია ექნება ამ საკითხის განხილვისას. ბრალდებები საკმაოდ სერიოზულია. ისინი ბაზირებული უნდა იყოს, აუცილებლად, არგუმენტებზე, ობიექტურ მოვლენებზე, ჩვენ ამ ყველაფერს შევისწავლით“, - განუცხადა ვოლოდინმა რუს ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფი საკითხს შეისწავლის და წინადადებას შეიმუშავებს, დუმა ამ საკითხს დაუბრუნდება და გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვოლოდინის თქმით, რუსი დეპუტატებისთვის „მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება იყოს ობიექტური და რომ ყველამ შეიგნოს, რომ თუკი ასეთი სიტუაცია არსებობდა სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ, სწორი იქნებოდა ეს გვეღიარებინა და მხარი დაგვეჭირა კოლეგებისთვის სამხრეთ ოსეთიდან“.

მისი თქმით, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა არგუმენტაცია და როგორი მასალები იქნება წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან თანამშრომლობაზე.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერის ივან მელნიკოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვის შედეგად, დუმაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც „1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსების წინააღმდეგ საქართველოს მიერ გენოციდის საკითხს შეისწავლის“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა