ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ პუნქტზე „საზღვარი“ გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი ცხინვალის КГБ-ზე დაყრდნობით იუწყება.

მიზეზად ცხინვალის რეჟიმი „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობას და აქედან გამომდინარე, გართულებულ ოპერატიული მდგომარეობას“ ასახელებს.

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს შორის გადამკვეთი პუნქტების ფუნქციონირება „რაზდახანსა“ და „სინაგურში“ , - განაცხადეს დეფაქტო უწყებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, გამშვები პუნქტების მუშაობა ვითარების დასტაბილურების შემდეგ იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა