ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 15-22 სექტემბერს გაიმართება

BIAFF ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 15-22 სექტემბერს გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში 10 ფილმი იქნება წარმოდგენილი: “ბიუზჰალტერი”, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018 წელი, 90 წთ;. “გულგრილად ლამაზი”, კივანჩ სეზერი, თურქეთი, 2019, 94 წთ; “და იქმნა ნათელი”, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019; 93 წთ; “მბრძანებლის ხმა”, გეორგი პალფი, კანადა / უნგრეთი / საფრანგეთი / შვედეთი / აშშ; 2018; 108 წთ; “სატყუარა”, მარკ ჯენკინი, დიდი ბრიტანეთი, 2019; 89 წთ; “სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, გერმანია / აზერბაიჯანი / საქართველო, 92 წთ; “სიზმრების ციხესიმაგრე”, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019 წელი, 86 წთ; “სიცარიელე“, ალექსი სალმენპერა, ფინეთი, 2018; 97 წთ; „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019; 108 წთ; “დღის სასიამოვნო დასასარული“, იაცეკ ბორცუხი, პოლონეთი, 2019; 96 წთ.

მათივე ინფორმაციით, BIAFF მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგება - ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) - ჟიურის თავჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო).

რაც შეეხევა ნომინაციებს, მხატვრული ფილმების კონკურსში ნომინაციები ასე გადანაწილდა: საუკეთესო ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო ქალის და მამაკაცის როლის შემსრულებელი.

BIAFF საერთაშორისო დოკუმენეტური ფილმების კონკურსს კი ხუთკაციანი ჟიური შეაფასებს - ქშიშტოფ გიერატ (პოლონეთი) - ჟიურის თავჯდომარე, გასიდე გოლმაკანი (ირანი), კარენ ავეტისიანი (სომხეთი), ოლეს იანჩუკი (უკრაინა), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო).

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფილმები: „კინოსმექანიკოსი“, იური შილოვი, უკრაინა/პოლონეთი, 2019; 72 წთ;„მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019; 94 წთ;„მოსავალი“, მიშო ანთაძე, საქართველო, 2019; 70 წთ; „როცა ხურმები იზრდება“, ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/ავსტრია, 2019; 118 წთ; „სამასთვის“, უაად ალ ქათები/ედუარდ უატსი, დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2019; 95 წთ; „სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019; 103 წთ; „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019; 77 წთ; „ჩრდილოეთის სული“, შონ მაკალისეტრი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 73 წთ.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციებია -საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთშორისო ჟიური კი 3 წევრისგან შედგება : ოთარ შამათავა - თავჯდომარე (საქართველო), პოლ თილჯეს (ლუქსემბურგი), დავიდ ლორენცი (გერმანია)

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილია 25 ფილმი , საიდანაც 6 ქართველი რეჟისორია: გაბანა, ნიკოლოზ გუგუშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ;კარს მიღმა, ნიკა ქურდაძე, საფრანგეთი / საქართველო, 2019; 31 წთ;ტრადიცია, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2019; 22 წთ;

ცხოველი, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019; 30 წთ; ცუდი ხალხი, გიორგი სიხარულიძე, საქართველო, 2019; 20 წთ; აიღე, ვიქტორია ჰანტი, ავსტრალია, 2019; 9 წთ; ანა, დეკელ ბერენსონი, უკრაინა / ისრაელი / დიდი ბრიტანეთი, 2019; 15 წთ; ბაგატელი, დენიელ ლევინი, აშშ, 2019; 30 წთ; ბრმა სიყვარული, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია, 2019; 18 წთ; ბებო აქსო, მეგი ბასილია, ისრაელი, 2019; 26 წთ; გამორჩეული გრძნობები, კერენ მარჩიანო, საფრანგეთი, 2019, 11 წთ; დელირიუმი, ვაჰიდ & ნავიდ ნამი, ირანი, 2019; 16 წთ; იმედი, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019; 26 წთ; ზღვის ტალთები, ამირ გოლამი, ირანი, 2018; 16 წთ; ინდაური, ამირ მასუდ სოჰეილი, ავღანეთი, 2019; 15 წთ;

იყავი ფხიზლად, იყავი მზად, ფჰამ თიენ ან, ვიეტნამი /სამხრეთ კორეა/აშშ, 2019, 14 წთ; კივილი, ტომ სტენკო, რუსეთი, 2019; 24 წთ; მანო ა მანო, ლუიზა კურვასორი, საფრანგეთი, 2018; 23 წთ; მიუწვდომელი, ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა, 2018; 27 წთ; საზამთროს წვენი, ირინე მორეი, ესპანეთი, 2019; 22 წთ; საზღვარზე, ვეი შუუჯუნი, ჩინეთი, 2018; 15 წთ; სკამები, ორხან აგაზადე, აზერბაიჯანი, 2019; 20 წთ; ღმერთი ურჩხული, აგუსტინა სან მარტინი, არგენტინა, 2019; 10 წთ; შესანიშნავი 60 დღე, ტაევუ კიმ, სამხრეთ კორეა 2019; 9 წთ; ხაფანგი, ნადა რიადი, ეგვიპტე / გერმანია, 2019 წელი, 20 წთ.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ნომინაციები კი ასე გადანაწილდა: საუკეთესი ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი.

რაც შეეხება IAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციებს, კინოჩვენებები კინოთეატრში „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზში და ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე გაიმართება. კინოფესტივალზე დასწრება კი უფასო იქნება. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა, ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო.

კინოფესტივალის სპონსორები არიან: სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Downtown Hotel”, სასტუმრო „Boulevard Hotel”, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“,შპს „Legal Consulting Center“ .

კინოფესტივალის მედია პარტნიორები არიან: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გადაცემა „კიმონო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge .

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის კი მსურველებს შესაძლებლობა აქვს დაუკავშირდნენ - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებმა უნდა მიმართონ- press@biaff.org; ტელ: 599-482181, 593-998272.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერიაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა