ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია განახლდა

ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია განახლდა. ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია „ბილდმორთან“ გააფორმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამშენებლო კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაიწყო. სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, შპს „ბილდმორი“ ცენტრალურ მოედანზე 557 177 ლარის სამუშაოებს შეასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, ცენტრალურ მოედანზე, ავტო საგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ტიპისა და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80 დღეში უნდა დაასრულოს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე თავიდან 2018 წელს გამოაცხადა. ტენდერში შპს „ ნიკარემსტროიმ“ გაიმარჯვა, რომელსაც სატენდერო პირობების გათვალისწინებით, კეთილმოწყობის სამუშაოები 2019 წლის აპრილის თვეში უნდა დაესრულებინა. კომპანიამ ვერც 2 თვიანი ვადის გაგრძელების შემდეგ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რის გამოც ზესტაფონის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა. ამის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოს თვეში, თავიდან გამოცხადდა ტენდერი მოედნის რეაბილიტაციაზე. ტენდერი არ შედგა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ, კანონის შესაბამისად 2019 წლის 23 აგვისტოს, გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება შპს „ბილდმორთან“ გააფორმა. კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80 დღეში უნდა დაასრულოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა