ეროვნული გამოცდების შედეგებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი მოწინავეთა რიგებშია

წელს, ეროვნულ გამოცდებზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონიდან 262-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა სკოლა. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი 173 აბიტურიენტი გახდა, 9 მათგანმა 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა, 15-მა 70%-იანი, ხოლო 27-მა აბუტირიენტმა 50%-იანი დაფინანსება მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე რეგიონის წარმატებულ სტუდენტებს სოფელ გოგოლათში შეხვდა.

სასწავლო წლის დაწყებამდე, მხარის გუბერნატორმა ახალგაზრდებს მთიანი რეგიონის განვითარების სამთავრობო გეგმაზე მიაწოდა ინფორმაცია. ახალგაზრდებმა კი, რწმუნებულს რეგიონის განვითარების შესახებ თავიანთი ხედვა გაუზიარეს და საკუთარი პროფესიით, მხარის განვითარების გეგმები გააცნეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა