კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, ორი ადამიანი კი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.