ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ორი ამოუცნობი ჭურვი ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ამოუცნობი მოდელის ორი ჭურვი ისროლა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის შტაბაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტზე დაყრდნობით სააგენტო „იონჰაპი“ იტყობინება.

არსებული მონაცემებით, ეს ჭურვები ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ისროლეს. შესაბამისად, ზღვაში ჩავარდნამდე ამ ჭურვებმა გადაუფრინეს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ჭურვების ტიპზე და ფრენის სიშორეზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა „აკვირდება სიტუაციას“ და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა