გია ვოლსკი შოთა შალელაშვილზე - წარმატებული ბიზნესმენი არის, რომელსაც უნდა მეტი დრო დაუთმოს საკუთარ საქმიანობას

„ქართული ოცნების" ლიდერმა გია ვოლსკიმ შოთა შალელაშვილის პარლამენტიდან წასვლა შეაფასა. მისი თქმით, შალელაშვილმა გადაწყვიტა დრო საკუთარ ბიზნეს დაუთმოს.

ვოლსკის თქმით, შალელაშვილის გადაწყვეტილება სხვა რაიმე მიზეზით არ არის განპირობებული.

„ადამიანია, თავის ცხოვრება აქვს და თვლის, რომ დააკლდა იმ ბიზნეს პროექტებს,რომლებიც მისი განმარტებით მრავლად აქვს და საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენიც არის, რომელსაც უნდა მეტი დრო დაუთმოს საკუთარ საქმიანობას", -განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს.

შოთა შალელაშვილმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტის დატოვების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა