გორის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა, არიან დაშავებულები

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მერეთი-გორის საავტომობილო გზაზე მოძრავი “ოპელის” მარკის ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა. ავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო “ოპელში” მყოფმა სამმა მგზავრმა. სამივე დაშავებული ქალია.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. დაშავებულები კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს.

























