ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ადმინისტრაციამ გადასახადის გაზრდაზე ამჟამად უარი თქვა

რუსთავში, ე.წ.სტამბოლის ბაზრობაზე დასაქმებულებს ყოველდღიური გადასახადი კვლავ 3,50 ლარი დარჩებათ. ბაზრობის ადმინისტრაცია გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ დათმობაზე წავიდა და გადასახადის გაზრდაზე დროებით უარი თქვა. ძველი ტარიფის დატოვებაზე შეთანხმებას, ბაზრობაზე დასაქმებულმა 300-მდე მოვაჭრემ ადმინისტრაციასთან შეხვედრის და რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მიაღწია. მოლაპარაკებებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრო, რომელიც მანამდე ბაზრობის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო.

როგორც ბაზრობის დირექტორმა მამუკა ცხოვრებაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ხვალიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაადგენს რა თანხის გადახდა მოუწევთ და მოემატებათ თუ არა მოვაჭრეებს გადასახადი მომავალში. მისივე განმარტებით, შპს „ერთობა“ ე.წ.სტამბოლის ბაზარი იხდის მოვაჭრეების და მათი საქონელის დაზღვევის ფულს, გადასახადი 2013 წელსაც 3,50 ლარი იყო და ბუნებრივია, 2019 წელს კვლავ 3,50 ლარი ვეღარ იქნება. ცხოვრებაძის თქმით, მოიმატა გადასახადებმა, მოვაჭრეების კომფორტისთვის გაკეთდა ბევრი რამ, რაც გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული.

ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე დასაქმებული 300-მდე მოვაჭრე დილიდან გაიფიცა, ბაზრობაზე დახურული იყო ყველა სექცია. მათ საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ბაზრობის ადმინისტრაციის მიერ დახლზე დაწესებული ყოველდღიური გადასახადის გაზრდა გააპროტესტეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა