თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონსა და ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ უპრეცედენტო თანამშრომლობაზე გამახვილდა.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-თან სტატეგიული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება და მაღალ ხარისხში აყვანა იქნება. ჩვენი მიზანია, დემოკრატიული განვითარებითა და ეროვნული თავდაცვისა და მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერებით გავხდეთ აშშ-ის მოკავშირე რეგიონში და ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა და ეს ასახულია კონსტიტუციაშიც, რაც ცხადყოფს ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს, ასევე რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებსაც შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც კვლავ აქტიურად ცდილობს მეზობელი ქვეყნები საკუთარი გავლენის სფეროს ქვეშ დააბრუნოს და დაასუსტოს მათი დემოკრატიული განვითარება. მხარეებმა ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზებზეც იმსჯელეს, რაც ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებასთან ერთად, საერთაშორისო მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი.

თავდაცვის მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმებიც გააცნო, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა 2019 წლის კონფერენციაშიც მაღალი ხარისხის იქნება.

„შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო. ატლანტიკური საბჭოდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ატლანტიკური საბჭოს საპატიო მკვლევარი, ელჩი დანიელ ფრიდი (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე); ატლანტიკური საბჭოს ბორდის დირექტორი გენერალი ფილიპ ბრიდლავი (ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი); ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ელჩი ჯონ ჰერბსტი (უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი),ატლანტიკური საბჭოსა და პენ ბაიდენის ცენტრის უფროსი მკვლევარი, მაიკლ კარპენტერი (თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე) და გენერალი ბენ ჰოჯესი (ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა