თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართება

15 სექტემბერს, ქალაქ თეთრიწყაროში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ და კომპანია „არ-ემ-ჯის“ მიერ ორგანიზებული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად .

ფორუმის მსვლელობისას წარმოჩენილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის როლი, სათემო გაერთიანებების მდგრადი ეკონომიკური განვითარების საქმეში.

კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სანახაობრივი და გასართობი პროგრამა - სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენები, სპორტული და ინტელექტუალური ასპარეზობები.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარადგენს უწყების ყველა ძირითად მიმართულებას და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.

საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ პრეზენტაცია შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში წლების მანძილზე გაწეული სხვადასხვა აქტივობას და მის შედეგებს.

კომპანია „არ ემ ჯი“ ფორუმის სტუმრებს 4 წლიანი პროგრამით გათვალისწინებული 7 ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გააცნობს, რომლისთვისაც „არ ემ ჯი“ ჯგუფს 2 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვემო ქართლის რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში, ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოტენციალს წარმოადგენს.

რეგიონის თვითმმართველი ერთეულებს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმზე სპეციალური სივრცეები დაეთმობათ, სადაც ტრადიციული რეწვის და აგროსამრეწველო პროდუქტებთან ერთად ეთნოგრაფიული მასალებიც გამოიფინება.

მომავალში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ქვეყნის ყველა რეგიონში მოეწყობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა