„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა კასპში მხარდამჭერებს შეხვდა

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, კასპში მხარდამჭერებს შეხვდა და მათთან ერთად, კასპის ადგილობრივი ორგანიზაცია დააფუძნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „თავისუფალი საქართველო“ იქნება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ-კონსერვატიული ალტერნატივა.

მისივე განცხადებით, „თავისუფალი საქართველოს“ შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უახლოეს დღეებში გაგრძელდება.

„შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ „თავისუფალი საქართველოს“ საორგანიზაციო სამსახურის უფროსი გია ყრუაშვილი და მთაწმინდის კომიტეტის თავმჯდომარე ბადრი ხურცილავა.

პარტია „თავისუფალი საქართველო“, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული შედეგებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გეგმავს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა საარჩევნო ოლქში დააფუძნოს, ან განაახლოს ადგილობრივი ორგანიზაცია.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა