რაულ ხაჯიმბა - ოპოზიციასთან ვითანამშრომლებ, არჩევნების შედეგების შესაძლო გაუქმებას კანონის ჩარჩოებში განვიხილავ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის. ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან აგრთვე განაცხადა, რომ იმ სიტუაციასაც განიხილავს, თუ სასამართლო ოპოზიციის მხარეს დაიკავებს და არჩევნების შედეგებს გააუქმებს.

„ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებთან მუშაობის შესაძლებლობაზე უარი არ გვითქვამს. მე ვლაპარაკობდი და ვილაპარაკებ ყველასთან, ვინც მზად არის ჩვენთან ერთად ეს სახელმწიფო აშენოს“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

ამასთან, მან განაცხადა, რომ განიხილავს იმ სიტუაციასაც, თუკი აფხაზეთის უმაღლესი სასამართლო ოპოზიციის მხარეზე დადგება და არჩევნების შედეგებს გააუქმებს.

„ჯერ გახმაურება არ მინდა, მაგრამ კანონიერი საშუალებები არის და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - დასძინა ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“.

ორშაბათს გამოცხადდა შედეგები, რომლის თანახმადაც „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ საარჩევნო უბნებში მისული ამომრჩევლების ხმების 47,39% მიიღო, მისმა ოპონენტმა ალხას კვიწინიამ - 46,17%. ე.წ. საარჩევნო კომისიამ ხაჯიმბა ე.წ. არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა კვიწინია გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა