ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტად“ არჩევა მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ხაჯიმბას პრესსამსახური იუწყება.
„ველი, რომ თქვენი მოღვაწეობა პრეზიდენტის პოსტზე მომავალშიც ხელს შეუწყობს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების გამყარებას, რომელიც დაფუძნებულია მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე“, - წერს ხაჯიმბასადმი გაგზავნილ დეპეშაში პუტინი.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი გააგრძელებს მეგობარ აფხაზეთისთვის მსოფლიო მასშტაბით ხელშეწყობას სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში“.

























