სენატორების განცხადებით, თუ ტრამპი უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს, 250 მლნ დოლარის დახმარების აღდგენაზე კანონს მიიღებენ

აშშ-ის რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები აცხადებენ, რომ კონგრესი მიიღებს ახალ კანონს უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების აღდგენის შესახებ, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევისთვის ამ დრომდე არსებული დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თუ იგი გადაწყვეტს, რომ არ დახარჯოს ეს თანხა, მე დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი მას მხარს თავიდან დაუჭერს“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა დემოკრატ სენატორ კრის მერფისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მათ ევროპაში ვიზიტი შეაჯამეს.

სენატორები უკრაინაში, კოსოვოსა და სერბეთში იმყოფებოდნენ, მათ რუსეთის ვიზაც მოითხოვეს, თუმცა, მოსკოვისგან უარი მიიღეს.

შეგახსენებთ, გასულ თვეს ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის სამხედრო ფინანსური დახმარების პროგრამის გადახედვას აპირებს. 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას კიევი ვაშინგტონისგან პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლისთვის იყენებს. როგორც სენატორმა ჯონსონმა განაცხადა, იგი ესაუბრა ტრამპს ამ საკითხზე და თეთრი სახლის ლიდერმა მას უთხრა, რომ ევროპული ქვეყნები და არა აშშ უნდა ეხმარებოდეს უკრაინას ფინანსურად, ვინაიდან უკრაინა მათი მეზობელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა