ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალი ახალგაზრდა ვირტუოზების გალა კონცერტით დასრულდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შემსრულებლებმა ბათუმის დრამატულ თეატრში მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტისა და იუნესკოს პატრონაჟით გაიმართა.

1-დან 10 სექტემბერის ჩათვლით ფესტივალში მონაწილეობა მსოფლიოს არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა მიიღო.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის წარმოშობით ქართველი, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი მხატვრის ანრი მაჭავარიანის გამოფენა, გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო. მოეწყო ახალგაზრდული Art-ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდა ელისო ბოლქვაძის კონცერტები ღია ცის ქვეშ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში და ბათუმის ბულვარში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა