გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეები აქციას მართავენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეები აქციას მართავენ. ისინი სოფელ ზეგაანის მიმდებარედ შეიკრიბნენ და ყურძნის ჩაბარების ფასის გაზრდასა და ქარხნების დროულად გახსნას ითხოვენ.

„მოსავალს ვიღებთ, მაგრამ ყურძენი ლპება და დროულად ვერ ვაბარებთ. ფასს რომ თავი დავანებოთ, ქარხანა არ იღებს და რაც გვაქვს ისიც ფუჭდება. დაცინვაა 70 თეთრი, დანახარჯსაც ვერ ანაზღაურებს. რქაწითელი ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილები.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევენახეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

ფერმერების მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. მისი თქმით, 12:00 საათზე მევენახეებს გურჯაანის მერიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდებიან.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა