თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტო განხილვების შემდეგ მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტო განხილვების შემდეგ მიიღებს. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მას ამ ეტაპზე არც ერთ გვართან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებიც პარლამენტს უკვე წარედგინა, რთული განხილვები ელით წინ.

„ნომინირება გააკეთა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და გვარები წარმოდგენილია. პარლამენტში ჯერ არც დაწყებულა განხილვის პროცესი. მე პირადად გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, საპარლამენტო განხილვები როგორ ჩაივლის. საერთოდ არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია არც ერთ გვართან დაკავშირებით, რომელიც ამ სიაში არის. ვის და როგორ დავუჭერ მხარს, დამოკიდებული იქნება იმაზე, განხილვებში როგორ წარმოაჩენენ კანდიდატები საკუთარ თავს. მათ საკმაოდ რთული განხილვები ელით წინ. წინასწარ იმაზე საუბარი ვინ, როგორ და რამდენი დაინიშნება საუბარი შეუძლებელია. მე ვის მივცემ ხმას და ვის არა, ამას ნახავთ კენჭისყრაზე", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო 20-კაციანი სია 4 სექტემბერს შეარჩია. უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტის წინაშე განსახილველად ნომინირებული არიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე; გოჩა ჯეირანაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა