კახა კალაძე დაზარალებულ მოსახლეობაზე - უნდა შევიმუშავოთ მექანიზმები, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ ყველა სამშენებლო კომპანიას

უნდა შევიმუშავოთ ისეთი მექანიზმები, რომ არ დავრჩეთ ასე პირისპირ მსგავს პრობლემასთან - შეიძლება ბანკიც შემოვიყვანოთ, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ ყველა სამშენებლო კომპანიას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარებულების პრობლემის პრევენცია მოხდეს, უკვე აპრობირებული მეთოდების გამოყენებაა საჭირო, რისთვისაც განვითარებული ქვეყნებისა და ქალაქების მაგალითები უნდა ავიღოთ.

„მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ შემუშავდეს გარკვეული მიგდომები. ავიღოთ განვითარებული ქვეყნების, ქალაქების მაგალითები, თუ როგორ ხდება იქ და როგორ არიან ზოგადად, დაცული ამ მიმართულებით, ის ადამიანები, ვინც ბინას ყიდულობს. როდესაც ხდება პროექტის განხორცილება, საქართველოში იწყება სამუშაოები და უკვე ხდება ჰაერის გაყიდვა, სავარაუდოდ, იმ ბინების, რომელიც უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, გვყავს ისეთი კომპანიები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და გვყავს დაზარალეული ოჯახები. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, უნდა შევიმუშავოთ და მოვიფიქროთ ისეთი მექანიზმები, შეიძლება ბანკიც შემოვიყვანოთ, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ ყველა სამშენებლო კომპანიას, რომ არ დავრჩეთ ასე პირისპირ პრობლემასთან. მერე ისე ხდება რომ, ვიღაცა გაიქცევა, ფულს მოიპარავს და ეს ადამიანი რჩება მოტყუებული. მერე ზოგი მიდის ცენტრალურ ხელისფლებაში იმისთვის, რომ სთხოვოს დახმარება, ზოგი - მუნიციპალიტეტში. ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა ასეთი პრობლემის მოგვარება. შესაბამისად, ეს ყველაფერი რომ თავიდან იყოს აცილებული, შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმით და გადმოვიტანოთ ისეთი საუკეთესო მაგალიები, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული და თავიდანვე ვიყოთ დაზღვეულები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს m2 გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა