სემეკი - ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამჟამად არ მიმდინარეობს

სემეკში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამჟამად არ მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სემეკიდან“ აცნობეს.

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების შესახებ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გასული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამ ეტაპზე საერთოდ არ მიმდინარეობს - სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების არაგეგმურად გადახედვის მოთხოვნით ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადები კომისიაში წარმოდგენილი არ არის.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებს, დღეისათვის კომისიაში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის გეგმური პროცესი მიმდინარეობს, რაც განპირობებულია იმით, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის დღეს მოქმედი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ტარიფების დადგენა ხდება სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც კომპანია ვალდებულია კომისიას წარუდგინოს სატარიფო განაცხადი მომდევნო პერიოდის სატარიფო განაკვეთების დადგენის მიზნით. სატარიფო განაცხადი ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას არ შეიცავს და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

იხილეთ ვიდეო: სემეკი - ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამჟამად არ მიმდინარეობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა