ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილზე - გაკოტრებული პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს ასეთი შოუების დადგმით ყურადღება მიიქციოს

გაკოტრებული პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს ყურადღება მიიქციოს სწორედ ასეთი შოუების დადგმით, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის მერს შორის მომხდარ შელაპარაკებას. როგორც ზარქუამ განაცხადა, ხაბეიშვილი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს და მას მხოლოდ შოუების დადგმის სურვილი აქვს.

„ესაა ოპოზიცია, რომელსაც იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელსაც მერიის და საკრებულოს ინიციატივით ვახორციელებთ, არც ერთხელ ხელი არ მოუწერიათ და ხელფასებს იღებენ. დღესაც იყო შოუს ნაწილი. გაკოტრებული პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს ყურადღება მიიქციოს სწორედ ასეთი შოუების დადგმით. მთელი დღეა ველაპარაკებით, თუ გინდა შემოდი და კითხვა დასვი, მაგრამ არა - ჩასაფრებული პოზიციიდან არის. ამ ჩასაფრებული პოზიციისთვის ყოველთვის დასჯის ამომრჩეველი, როგორც აქამდე სჯის. ეს არის მათი მომავალი და პოლიტიკური კარიერის დასასრული. "მებელიც" საჭიროა, რომ ჩვენი რიგითი თანამშრომლები კომფორტულად იყვნენ, ავტომობილებს, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახურისთვის შევიძენთ, ავტობუსებსაც მაგათ ჯინაზე იმიტომ, რომ თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი,- განაცხადა ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა