ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმის სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.

მათივე ცნობით, ზარზმის სკოლა 150 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს მოემსახურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას.

სკოლაში განახლდა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, მოეწყო სპორტული მოედნები, კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში, განათლების ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს