მევენახეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

გურჯაანის მერიაში მევენახეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

მხარეებს შორის მოლაპარაკება, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა, სადაც ფერმერებმა მთავრობის წევრებს მოთხოვნების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მევენახეებმა განმარტეს, რომ ღვინის ქარხნებს ამ დრომდე არ დაუწყიათ ყურძნის ჩაბარება, ხოლო ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი გაწეულ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კი აღნიშნა, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს.

„რთველი 2019“-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელისთვის, ლევან მეხუზლას თქმით, ამ დროისთვის 50-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო ღვინის კომპანია ყურძნის გადამუშავებას უკვე ახორციელებს.

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ ყურძენზე ფასის გაზრდის და ღვინის საწარმოების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა