გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება

საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გრიპის სეზონი ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. წელს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ 100 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი, ხოლო გახდება თუ არა ვაქცინების დამატება საჭირო, ეს ვირუსის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

„წელს დაახლოებით 100 000 დოზა ვაქცინაზეა კონტრაქტი გაფორმებული. ზოგადად, მთელ მსოფლიოში გვიან იდენტიფიცირდა, თუ რომელი შტამის ვაქცინები უნდა დამზადებულიყო. ყველგან გარკვეულად გადაიწია ვაქცინების მოწოდების, დამზადების თარიღმა. ამიტომ, ჩვენთან ვაქცინა შემოვა 15 ოქტომბრისთვის. უკვე განსაზღვრულია რისკ ჯგუფები, ვიზეც პირველ რიგში, ეს ვაქცინა უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან ჩვენთან გროვდება სიები, ვინც გეგმურად უნდა აიცრან გრიპზე და 100 000 ადამიანს წელს სახელმწიფო აცრის,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა