მუნიციპალიტეტებმა 640-ზე მეტ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარეს

მუნიციპალიტეტებმა სკოლებში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება წელს პირველად უზრუნველყვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. ახალ სასწავლო წელს, საქართველოს რეგიონებში, 640-ზე მეტ საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებული ინფრასტრუქტურა ექნებათ.

მათივე ცნობით, პრიორიტეტული სკოლებისა და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების სია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განისაზღვრა.

„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამით“ პირველი რიგის საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 40 მილიონი ლარი მოხმარდა.

მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, იმ სკოლებიდან, რომლებშიც ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები, სწავლის პროცესის გადადება საჭირო გახდება მხოლოდ 1 კვირით 6 სკოლაში და 2 კვირით - 3 სკოლაში.

ზაფხულის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, სხვადასხვა პროფილის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: მოწესრიგდა სველი წერტილები, გათბობის სისტემები, შეიღება საკლასო ოთახები და შენობების ფასადები, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები, ეზოები და სხვა.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიც ახორციელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის კონტექსტში, წლის დასაწყისიდან, სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად, მუნიციპალიტეტები დელეგირებით გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა