სულხან სალაძე - სრულიად ობიექტური იქნებოდა, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს

ვფიქრობ, სრულიად ლეგიტიმური და ობიექტური იქნებოდა, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღემდე ღიად დატოვებულია კითხვა, თუ ვინ მიაყენა მას ეს დაზიანება.

„ჩვენ ვიცით, რომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს არაერთი ადამიანი დაზარალდა. მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა მხედველობა დაკარგეს და ერთ-ერთი ამის მაგალითი, მაკო გომურის შემთხვევაა. დღემდე ღიად დატოვებულია კითხვა, თუ ვინ მიაყენა მას ეს დაზიანება. ამიტომაც თუ ამ საქმეზე, ძალის გადამეტების ნაწილზე ან სხვა დარღვევებზე გამოძიება მიმდინარეობს, სახეზე არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს დაზიანება. ვფიქრობ, სრულიად ლეგიტიმური და ობიექტური იქნებოდა, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს და მას იმ დოკომენტებთან წვდომა და გაცნობა შეეძლოს, რომელიც გამოძიებასთანაა დაკავშირებული, თუნდაც იმ ნაწილზე და საქმის ეპიზოდზე, რაც უშუალოდ აქციის მონაწილე პირების დაზიანებას ეხება. ლოგიკური და სამართლიანი იქნებოდა გადაწყვეტილება დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული ყოფილიყო. არ არის აუცილებელი, რომ ეს მხარემ მოითხოვოს. თუ გამოძიება ხედავს, რომ საქმეში ამის წინაპირობა არსებობს, ბუნებრივია, მათ ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა