რომან გოცირიძე „მუქარის წერილზე“ - ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა, მისი პორტრეტი ამოვიდეს

„გახსოვთ, რომ დასცინოდნენ უმრავლესობის წევრები, მათ შორის, თავად გახარია, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი. აბა დაწერონ ისეთი წერილი, სადაც გიორგი გახარიას ანაბეჭდები იქნება,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გოცირიძის თქმით, დღეს ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ გამოძიებას მარტივად შეუძლია იმ პირთა ვინაობა დაადგინოს, რომელთა ანაბეჭდებიც არის წერილზე.

„გახსოვთ, რომ დასცინოდნენ უმრავლესობის წევრები, მათ შორის, თავად გახარია, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი და რომ ასეთ წერილს ყველა დაწერს. აბა დაწერონ ისეთი წერილი, სადაც გიორგი გახარიას ანაბეჭდები იქნება, ან მისი მდივნის, რომელმაც ეს აკრიფა, ან მისი თანაშემწის, რომელმაც ეს გამოიტანა. ძალიან ადვილია, შესყიდვებიდან ამოვიღოთ ის მოწყობილობები, ქსეროქსი და საბეჭდი მასალები, სადაც ეს წერილი დაიბეჭდა. ერთადერთი ამ წერილში ბოლოში არ არის ნათქვამი გახარიამ რომ იცის: „წერტილი“, „ხაზარაძე, ახლა მიდი და ზურაბიშვილს დაუჭირე მხარი, დახურე „ტვ პირველი“ და „არტარეა“ და წერტილი“. აი, წერტილის გარდა, ყველაფერი იკითხება ამ წერილის შინაარსში. ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა მისი პორტრეტი ამოვიდეს. 21-ე საუკუნეა, აი, დინოზავრის ხმების აღდგენაც კი უნდათ გამოქვაბულში და პორტრეტი კი არა, გახარიას ხმაც კი იქნება, როგორ კარნახობს ამ წერილს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების ინფორმაციით, ლონდონიდან მიღებული ექსპერტიზის შედეგებით დასტურდება, რომ წერილზე ათეულობით ადამიანის ანაბეჭდია.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებით, ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს