პროკურატურა - გამოძიების ეს ეპიზოდი თავად ხაზარაძემ შეიყვანა ჩიხში, რომელმაც არ წარმოადგინა „წერილის“ ორიგინალი და გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი

პროკურატურის განმარტებით, ე.წ. „მუქარის წერილზე“ გამოძიება თავად მამუკა ხაზარაძემ შეიყვანა ჩიხში, როდესაც არ წარადგინა წერილის დედანი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, ე.წ. „წერილის“ იდენტიფიცირების კუთხით თუ იქნება გარკვეული პროგრესი, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას.

მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი ე.წ. წერილი დოკუმენტის სახით დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი. შესაბამისად, როგორც პროკურატურამ უკვე არაერთხელ განმარტა, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება. თუ ამ კუთხით იქნება გარკვეული პროგრესი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მამუკა ხაზარაძის პოზიციაზე, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამძუნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდენენ. შეხვედრაზე ინგლისიდან მიღებულ ექსპერტიზის შედეგზე ისაუბრეს, რომელიც „მუქარის წერილს“ ეხებოდა.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებით, ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს