პროკურატურა - გამოძიების ეს ეპიზოდი თავად ხაზარაძემ შეიყვანა ჩიხში, რომელმაც არ წარმოადგინა „წერილის“ ორიგინალი და გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი

პროკურატურის განმარტებით, ე.წ. „მუქარის წერილზე“ გამოძიება თავად მამუკა ხაზარაძემ შეიყვანა ჩიხში, როდესაც არ წარადგინა წერილის დედანი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, ე.წ. „წერილის“ იდენტიფიცირების კუთხით თუ იქნება გარკვეული პროგრესი, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას.

„მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი ე.წ. წერილი დოკუმენტის სახით დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი. შესაბამისად, როგორც პროკურატურამ უკვე არაერთხელ განმარტა, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება. თუ ამ კუთხით იქნება გარკვეული პროგრესი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მამუკა ხაზარაძის პოზიციაზე, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამძუნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდენენ. შეხვედრაზე ინგლისიდან მიღებულ ექსპერტიზის შედეგზე ისაუბრეს, რომელიც „მუქარის წერილს“ ეხებოდა.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებით, ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

იხილეთ ვიდეო

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს