„ტორპედოს“ გულშემატკივრები ქუთაისის მერს შეხვდნენ

„ტორპედოს“ გულშემატკივრები, რომლებიც დღეს აქციას მართავდნენ, ქუთაისის მერს შეხვდნენ. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მერია „ტორპედოს“ ყოფილი პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით დღესვე მიმართავს.

კლუბის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების გამო ვარჯიშზე გასვლაზე უარს ამბობენ და „ტორპედო“ არსებობის ბოლო წუთებს ითვლის.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ მთავრობას მოუწოდებენ, ვიდრე სამართლებლივი დავა იქნება, მანამდე გუნდის გადასარჩენად თანხები მოიძიონ.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტს თავისი სახსრებით „ტორპედოში“ არსებული პრობლემების მოგვარება არ შეუძლია.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა