თორნიკე რიჟვაძემ შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის კონფერენცია გახსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენცია გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება, რომელსაც საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს, შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.

თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საზღვაო სფერო, როგორც ეროვნული ეკონომიკისთვის, ასევე განსაკუთრებით ბათუმისთვის მნიშვნელოვანია.

„დღეს ბათუმი მასპინძლობს ძებნა-გადარჩენის ოპერაციების კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობენ წარმომადგენლები მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენთვის საზღვაო სფერო არის მნიშვნელოვანი, როგორც ეროვნული ეკონომიკისთვის, ისე განსაკუთრებით ბათუმისთვის, ვინაიდან 11 000-ზე მეტი მეზღვაური გვყავს ქალაქში. რაც შეეხება კონკრეტულ თემატიკას, ბუნებრივია მნიშვნელოვანია ძებნა-გადარჩენის ოპერაციებში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება და ამ სტანდარტების დაცვა",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ინციდენტების დროს შავ ზღვაზე კოორდინირებული და თანმიმდევრული მოქმედებისთვის. შესაბამისად, შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენლები ყოველწლიურად მართავენ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს იმისთვის, რომ მოხდეს ინფორმაციის გაცვლა თუ რა შედეგებით დასრულდა წელი და რა სახის გამოწვევები არსებობდა.

საპატიო სტუმრების რანგში კონფერენციას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, შპს „საქაერონავიგაციისა“ და სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სააგენტოს თანამდებობის პირები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს