ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში ორსართულიანი სახლი იწვის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას ინფორმაციით, სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა. მისივე თქმით, ცეცხლი თავდაპირველად დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა, რის შემდეგად სახლს მოეკიდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.