ალხას კვიწინიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გაასაჩივრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერის ალხას კვიწინიას სარჩელი დაარეგისტრირა, რომელშიც ის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებს აპროტესტებს. „კვიწინია აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარების შესახებ - გაუქმებას ითხოვს“, - განუცხადეს „რია ნოვოსტის“ სასამართლოში.

„საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩეველთა ხმების 47,39% მიიღო, მისმა ოპონენტმა ალხას კვიწინიამ - 46,17%.

ე.წ.საარჩევნო კომისიამ ხაჯიმბა არჩეულად გამოაცხადა. კვიწინია მიიჩნევს, რომ ხაჯიმბა კანონიერი პრეზიდენტი არ არის და მას თანამდებობის დასაკავებლად აბსოლუტური უმრავლესობა (50%+1ხმა) უნდა დაეგროვებინა. მოქმედმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ ამ მოთხოვნას „აბსურდი“ უწოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს