რუსთავის მუნიციპალიტეტსა და პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავის მუნიციპალიტეტსა და პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც მუნიციპალიტეტიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, შეთანხმებას რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და ,,მოდუსის’’ დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსთავის მუნიციპალიტეტი და ,,მოდუსი’’ მხარს უჭერენ პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებულ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრის მომზადებას. მემორანდუმი გულისხმობს პროფესიულ სტუდენტებისა და მსმენელთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ინფორმაციის ტექნოლოგიის მიმართულებით.

" ჩვენი თანამშრომლობა ,,მოდუსთან“ წელიწადზე მეტია გრძელდება, ჩვენ რამდენიმე ახალი პროფესიული გადამზადების კურსის დამატება მოვითხოვეთ, განათლების სამინისტროდან ელოდებიან ავტორიზაციას. ვიმედოვნებთ, რომ ამ თანამშრომლობით, ჩვენ შევძლებთ, რომ ერთ-ერთი სანიმუშო პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრი იყოს ,,მოდუსი", - განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ ერთობლივი პროფესიული პროგრამების შემუშავებას და სასწავლო კურსების ჩატარებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სამუშაო პრაქტიკა გაიარონ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურებში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა