ნინო გოგუაძე თბილისის მერიასა და კომპანია m2-ს შორის დადებულ შეთანხმებას  დადებითად აფასებს

დეპუტატი ნინო გოგუაძე თბილისის მერიასა და კომპანია m2-ს შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურება და დადებითად აფასებს. როგორც „ ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს ნინო გოგუაძე მიიჩნევს მერიის ინიციატივა საუკეთესოა საჯარო-კერძო პარტნიორობით ქალაქის ურთულესი პრობლემის - შეჩერებული მშენებლობების საკითხის მოწესრიგება.

"ადვილი წარმოსადგენია რამდენ ადამიანს გაახარებს თბილისის მერიის და კომპანია m2-ის შეთანხმება, რითაც ხელი უნდა შეუწყონ თბილისში სამ მისამართზე - მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის # 125ა და ჭყონდიდელის ქუჩა #22 შეჩერებული მშენებლობების დასრულების პროცესს.

წლების მანძილზე საკითხი მოუგვარებელ პრობლემად გამოიყურებოდა და ათასობით დაზარალებული ადამიანი მშენებლებთან დაუსრულებელ მოლაპარაკებებში იყო ჩართული. დღეისთვის კი, ამ პროექტით, რომელიც 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, 2500 მაცხოვრებლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მობინადრეები საცხოვრებელ სახლებს ელოდებიან", - აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე