ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ფრანგული კომპანია ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე „Playtime Paris” დაინტერესდა. აღნიშნული გამოფენა 2019 წლის 26-29 იანვარს, პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს მხარდაჭერით, ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“იყო წარმოდგენილი.

„აღსანიშნავია, რომ ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარეს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

ამასთანავე, კომპანიის "რკო" ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისსა და იტალიაში. პროდუქცია განთავსდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ, ლონდონში გაიყიდება მაღაზია „golden blossom“-ში, იტალიაში კი ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში გაიყიდება.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა