სიღნაღის მუნიციპალიტეტს უკრაინიდან დელეგაცია ეწვია

სიღნაღის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ უკრაინიდან დელეგაცია ეწვია. სტუმრებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დელეგაცია ძირითადად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტების მერებისგან შედგებოდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი ქართული გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის დამყარება იყო. უწყების ცნობით, სტუმრები დეცენტრალიზაციის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ასევე, შესყიდვების საკითხებით დაინტერესდნენ, რაზეც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გიორგი გოგილაშვილმა მათ ქალაქის ისტორიაც გააცნო, რის შემდეგაც დელეგაციის წევრებმა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა