გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, თავშესაფრის შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია, ვოლიერები და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

ამასთან, თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდებზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3518

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია