ბადრი ჯაფარიძე - შესაძლოა, რეპრესიები გაღრმავდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვაფერხებს

რეპრესიებს ველოდებით, შესაძლოა, ეს რეპრესიები გაღრმავდეს, მაგრამ ჩვენ ვერ შეგვაფერხებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ანაკლიაში განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მათ მიმართ „სრულმასშატბიანი რეპრესიები მიმდინარეობს".

„ერთი წელიწადია, არ დარჩენილა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც რეპრესია არ განეხორციელებინა თავისი მიმართულებით. ველოდებით, შესაძლოა, ეს რეპრესიები გაღრმავდეს, მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაფერხებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნისთვის აუცილებელია სხვა იმპულსის შემოტანა, გამაერთიანებელი იმპულსის შემოტანა. უნდა დავანებოთ ერთმანეთისათვის სამშობლოს მტრების ძახილს, იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად დამანგრეველი, სახელმწიფოსთვის დამანგრეველი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა