აკაკი ზოიძე მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე - რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკური სპექტრი, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკური სპექტრი, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, - ასე აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებას.

„ყველაზე დიდი საფრთხე არის საზოგადოების პოლარიზაცია, სიძულვილი და შუღლი. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი სწორედ ამ სცენარით მოქმედებს. ეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას აზიანებს და არა ხელისუფლებას. ჩემთვის მთავარი ესაა და ვისთან ითანამშრომლებს და ვისთან არა, ეს მათი საქმეა,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, არჩევნები არჩვენებს, ვისი ხედვები იქნება საზოგადოებისთვის მისაღები.

„ამბიცია ყველას აქვს, მაგრამ ამბიციას ქმედება სჭირდება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავენ თუ არა ხაზარაძის მოძრაობასთან თანამშრომლობას, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

მისივე თქმით, თანამშრომლობას „ქართული ოცნება" მხოლოდ დესტრუქციულ ოპოზიციასთან გამორიცხავს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა