მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ ველზე უფრო მარტივად დაიმკვიდრებდა ადგილს, თუ იმ ვალდებულებებს შეასრულებდა, რაც იმ ადგილთან დაკავშირებით აქვს, სადაც პრეზენტაცია გამართა

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ ველზე უფრო მარტივად დაიმკვიდრებდა ადგილს, თუკი იმ ვალდებულებებს შეასრულებდა, რა ვალდებულებებიც მას იმ ადგილთან დაკავშირებით აქვს, სადაც პრეზენტაცია გამართა - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას.

ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ “ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებობს წლების განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულებები, შემდეგ მიმართვა მთავრობისადმი, ვალდებულებების გადადება და იძულებითი სვლები“.

„ამ ადამიანს ამ ვალდებულების შესრულება უფრო მართალს გახდიდა. ვალდებულებების შეუსრულებლობის ფონზე იგივე ადგილიდან მოძრაობის დაანონსება საზოგადოების მიერ რამდენად სერიოზულად აღიქმება, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის შექმნას მივესალმები, ამ ქვეყანაში კონკურენცია აბსოლუტურად თანაბარია, თუმცა თუკი ადამიანს ან პირთა ჯგუფს პოლიტიკური ამბიციები უჩნდება, ჯობია ის ვალდებულებები ქონდეს შესრულებული, რაც მან თავის თავზე აიღო“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად ძლიერ ოპოზიციური ძალად შეიძლება ჩამოყალიბდეს ხაზარაძის გაერთიანება, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ვერ შეაფასებს, რა იქნება იმ ადამიანების პოლიტიკური მომავალი, „რომლებმაც კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულეს“.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა