„თბილისი ენერჯი“ - კომპანიის თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს

„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„საბურთალოს რაიონიდან, ვაჟა ფშაველას პირველი ჩიხიდან „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე მოქალაქის შეტყობინება შემოვიდა, რომელმაც განმარტა, რომ ერთ-ერთი სადარბაზოს დაკეტილი ბინიდან გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ზარის შემოსვლიდან მალევე ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ბრიგადამ სპეციალური აღჭურვილობით შეამოწმა კორპუსის სადარბაზოები, სავენტილაციო არხები და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სპეციალურმა აპარატმა გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სასწრაფო წესით გადაიკეტა გაზის ონკანები, დაკეტილ ბინაში შესვლის მიზნით კი სამაშველო ეკიპაჟის გამოზახება მოხდა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ საცხოვრებელ სახლში გაზის დაგროვების მიზეზი ღიად, გახსნილ მდგომარეობაში დატოვებული გაზქურის ღუმელი იყო. კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის იმ მოქალაქეს რომელმაც ყურადღება გამოიჩინა და კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა. მადლობა „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებს დროულად და პროფესიონალურად შესრულებული საქმისთვის. კომპანია ასევე მადლობას უხდის სამაშველო სამსახურს გაწეული დახმარებისთის.

„თბილისი ენერჯი“ კიდევ გაფრთხილებთ - სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ გაზის დანადგარები. არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ეს განსაკუთრებით საშიშია ცივი ამინდების დროს, მაშინ როცა ფართის განიავება არ ხდება. გახსოვდეთ, თქვენს უყურადღებობასა და დაუდევრობას შესაძლოა, ადამიანის სიცოხლე შეეწიროს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე“, - ნათქვამია “თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)