ირმა ინაშვილი - მივმართავ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მეთიუ ბრაიზას ცილისწამებაზე, ასევე დაიკითხონ კონფერენციაზე დამსწრეები, მათ შორის დევიდ კრემერი

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პროკურატურას მიმართავს, საერთაშორისო კონფერენციაზე now what მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მეთიუ ბრაიზას განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინაშვილმა, თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცილისწამებაა. დეპუტატის თქმით, არსებობს ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ პირიქით, მას ეხებიან ხელით კონფერენციის ორგანიზატორები.

„როდესაც ცალმხრივად შენზე საუბრობენ საერთაშორისო დონის კონფერენციაზე, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან მიგიწვიონ და მოგცენ საშუალება გააკეთო მოხსენება. რადგან ასეთი შემოთავაზება ორგანიზატორების მხრიდან არ ყოფილა, „პატრიოტთა ალიანსი“ არსად შევარდნილა, მე მივედი იქ და არა პარტია. ჩვენ რომ პროვოკაციის მოწყობა გვქონოდა ჩაფიქრებული, მთლიანად გადავკეტავდით ტერიტორიას. მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, პროვოკაციაზე საუბარი ზედმეტია. მინდა გამოვეხმაურო მეთიუ ბრაიზას კომენტარს, თითქოს მე დავფხაჭნე კონფერენციის ორგანიზატორი ქალბატონი ნინო ევგენიძე და თურმე ამის გამო მის ქვეყანაში ციხეში გამიშვებდნენ. ეს არის სამარცხვინო ცილისწამება. ახლა ამ ბრაიზას მინდა ვუთხრა, რომ მას საქართველოს წინაშე არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს დაუმტკიცდება. ეს პირველ რიგში სააკაშვილის რეჟიმის „გათეთრებას“ ეხება. ბრაიზა ამ ტყუილის გამო პასუხს აუცილებლად აგებს.

მივმართავ გენერალურ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ამ ცილისწამებაზე, დაიკითხოს ყველა დამსწრე - კრემერი, ქალბატონი ევგენიძე და ყველა სხვა. ყველამ აგოს პასუხი ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ამ დარბაზში ხელით შემეხო კრამერიც და ევგენიძეც. მე ხელით არავის შევხებივარ. მოვუწოდებ პროკურატურას დაიწყოს სასწრაფოდ ამ გამოძიების წარმართვა, ამოიღოს ვიდეკადრები და დაიკითხოს ყველა მოწმე. ბატონ ბრაიზას ვეტყვი - მათ ქვეყანაში მე კი არ დამიჭერდნენ, მომცემდნენ საშუალებას თავისუფლად მიმეღო კონფერენციაში მონაწილეობა, გამეკეთებინა მოხსენება, მათ ქვეყანაში ხელით ვერ შემეხებოდა უცხო ქვეყნიდან ჩასული სტუმარი“,- განაცხადა ინაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა