თავდაცვის მინისტრის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა

თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ყავს. ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა. ბრეგაძე მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდეც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობდა. კერძოდ ის 2017 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ბრეგაძე ასევე 2016 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2015-2016 წლებში მუშაობდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ. 2012 წლიდან 2015 წლამდე კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ამავე პერიოდში კერძოდ 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა