საქართველო - ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედლინ მუნის ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრის ფარგლებში, უცხოელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი